ფუმფულა და გემრიელი კარტოფილის პური

 ფუმფულა და გემრიელი კარტოფილის პური


ინგრედიენტები

შიგთავსი:

  • არაჟანი – 2 ს.კ
  • გამდნარი კარაქი – 20 გ
  • მარილი – 1/2 ჩ.კ
  • შაქარი – 2 ჩ.კ
  • საფუარი – 1 ჩ.კ
  • ფქვილი – 200-230 გ
  • კარტოფილის პიურე, რძიანი – 200 გ
ცომი:
  • არაჟანი – 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი – მარ
  • კვერცხის გული – გადასასმელად

მომზადების წესები

პიურეს დავამატოთ გამდნარი კარაქი, მარილი, არაჟანი, შაქარი, ჩავამატოთ ფქვილი საფუართან ერთად და მოვზილოთ ცომი. დავტოვოთ სითბოში 1 საათით ასაფუებლად.

მოვამზადოთ გულსართი: ავურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთად.

ცომი გავაბრტყელოთ მართკუთხა ფორმით, 1 სმ სისქეზე. თანაბრად გადავანაწილოთ გულსართი და ორი ნაპირიდან რულეტივით გადმოვახვიოთ ცენტრისკენ. გადავიტანოთ ფორმაში და ვაცალოთ ხელახალი ამოფუება 15-20 წუთით. შემდეგ წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ 30 წუთით 180 გრადუსზე.

*ცომში შეგვიძლია ჩავამატოთ ცოტაოდენი კამაც, ხმელი ან ნედლი, წვრილად დაჭრილი

Comments

Popular posts from this blog

როგორ მოვიშოროთ ანალური ხვრელიდან (ანუსიდან) არასასურველი თმა მამაკაცებისთვის

ხინკლის მოსახვევი აპარატი - ნამდვილი ქართული გამოგონება

როგორ მოვამზადოთ ქალაქური ხინკალი