ხაჭაპური და ლობიანი

 ხაჭაპური და ლობიანი


ამ ცომით ვამზადებ ყოველთვის ხაჭაპურსაც და ლობიანსაც. უგემრიელესია

ინგრედიენტები

პორციების რაოდენობა
გამოდის 6 დიდი ზომის ხაჭაპური

მომზადების წესი

ცომი:

6 კვერცხი ავთქვიფოთ ოდნავ, დავუმატოთ 1ლიტრა მაწონში არეული 2 ჩაის კოვზი სოდა(მაწონი უმჯობესია სოფლის იყოს),+მარგარინი გამდნარი(მაგრამ არა ცხელი),+ პურის ფქვილი, იმდენი რომ ჩვილი ცომი მოვზილოთ, ცომი არ უნდა ეკვროდეს ჯამს,ზემოდან დააფარეთ ცელოფანი ან ფოლგა და დადგით თბილ ადგილას 2-3 საათით დაასვენეთ. შემდეგ კი გამოაცხვეთ გინდ ლობიანი გინდ ხაჭაპური,შეგიძლიათ ცომი მაცივარში შეინახოთ და მეორე დღისით გამოიყენოთ

გულსართი ლობიანისთვის:

ლობიოს გადაუწუროთ პირველი ნახარში წყალი,როდესაცმოიხარშება გადავწუროთ,გავატაროთ +ზეთში მომწვარი ხახვი+მარილი,სუნელები

გულსართი ხაჭაპურისთვის: 

ყველი დაფხვენით.

თავზე მოსასმელად:

ცალკე 2 ცალი კვერცხი კოვზით ავთქვიფოთ

გამოცხობა:

ცომი გავყოთ 6 ნაწილად,ავიღოთ ერთი გუნდა ჩავდოთ გული და გავაბრტყელოთ თბილ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე/ჟარონაზე (აუცილებლად ჟარონაზე გაააბრტყელეთ და არა მაგიდაზე)ზემოდან გადაუსვით კვერცხი და შედგით ღუმელში 200გრადუსზე

Comments

Popular posts from this blog

როგორ მოვიშოროთ ანალური ხვრელიდან (ანუსიდან) არასასურველი თმა მამაკაცებისთვის

ხინკლის მოსახვევი აპარატი - ნამდვილი ქართული გამოგონება

როგორ მოვამზადოთ ქალაქური ხინკალი