ოთახის 5 მცენარე, რომლებსაც ვერ მოკლავთ
ჩემი ოთახის ტოპ 5 მცენარე, რომლებსაც ვერ მოკლავთ: ვიღაცამ მკითხა, რომელი მცენარეებია ყველაზე იოლად მოსავლელიო. თუკი თქვენ ხართ დაკავებული ან უბრალოდ არ გამოგდით მცენარეების მოვლა, მოგაწოდებთ 5 მცენარის შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც, უბრალოდ, ვერ მოკლავთ. ამ მცენარეების მოვლა, დარწმუნებული ვარ, არ გაგიჭირდება, ამასთანავე, ამ მცენარეებს შეუძლიათ შეეგუონ სხვადასხვა განათების პირობებსაც. 1) კაქტუსი და სუკულენტი ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ რატომ მოხვდა ჩემს ამ სიაში კაქტუსი და სუკულენტი. წყალი? არა! კაქტუსებს და სუკულენტებს შეუძლიათ წყლის შენახვა, ისევე, როგორც აქლემებს. ამ ორი ტიპის მცენარეს სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერისას იპოვით. კაკტუსები და სუკულენტები იდეალურად გრძნობენ თავს განათებულ ადგილებში, ასე რომ მათთვის იდეალური ადგილი ფანჯრის რაფებია. კაქტუსი და სუკულენტი – შეუძლიათ შეინახონ წყალი მათ სქელ ფოთლებში, რათა გადაურჩნენ მშრალ და ძალიან ნათელ პირობებს. თუკი თქვენ გავიწყდებათ რეგულარულად მცენარეების მორწყვა, კაქტუსი და სუკულენტი თქვენთვის საუკეთესო მცენარეებია. რ...