როგორ გავზარდოთ სააღდგომო ჯეჯილი
როგორ გავზარდოთ სააღდგომო ჯეჯილი ბზობის კვირას მართლმადიდებელი ქრისტიანები სააღდგომოდ ხორბალს თესავენ. ჯეჯილს, ისევე როგორც სხვა სააღდგომო ატრიბუტებს, სიმბოლური დატვირთვა აქვს. მწვანე ფერი და თესლიდან ახალი მცენარის აღმოცენება და ჯეჯილის გაზრდა ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი მკვდრეთით აღდგომით მიანიჭა. მწვანე ჯეჯილზე მოთავსებული წითელი კვერცხი სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოა. ჯეჯილის დასათესად დაგჭირდებათ: თეფში / კონტეინერი ბამბა ან მიწა ხორბლის მარცვლები წყალი მზე არსებობს ჯეჯილის გაზრდის ორი გავრცელებული ფორმა. პირველი, ბამბით და მეორე, მიწაზე. გირჩევთ ხორბლის მიწაზე დათესვას, რადგანაც ბამბაზე დათესილს დროის გასვლის შემდეგ სუნი უჩნდება. 1) თეფში / ქოთანი - თუკი თქვენ მაინც ამჯობინებთ ჯეჯილის ბამბაზე გაზრდას, მაშინ სამზარეულოდან შეარჩიეთ ლამაზი თეფში. ხოლო, თუკი ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, ძალიან ლამაზად გამოიყურება თიხის ან მეტალის კონტეინერში გაზრდილი მწვანე ჯეჯილი. თუ მაინცდამაინც არ გაქვთ მეტალის ან თ...