როგორ გავზარდოთ სააღდგომო ჯეჯილი
როგორ გავზარდოთ სააღდგომო ჯეჯილი
ბზობის კვირას მართლმადიდებელი ქრისტიანები სააღდგომოდ ხორბალს თესავენ. ჯეჯილს, ისევე როგორც სხვა სააღდგომო ატრიბუტებს, სიმბოლური დატვირთვა აქვს. მწვანე ფერი და თესლიდან ახალი მცენარის აღმოცენება და ჯეჯილის გაზრდა ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი მკვდრეთით აღდგომით მიანიჭა.
მწვანე ჯეჯილზე მოთავსებული წითელი კვერცხი სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოა.
ჯეჯილის დასათესად დაგჭირდებათ:
არსებობს ჯეჯილის გაზრდის ორი გავრცელებული ფორმა. პირველი, ბამბით და მეორე, მიწაზე. გირჩევთ ხორბლის მიწაზე დათესვას, რადგანაც ბამბაზე დათესილს დროის გასვლის შემდეგ სუნი უჩნდება.

- თეფში / კონტეინერი
- ბამბა ან მიწა
- ხორბლის მარცვლები
- წყალი
- მზე
არსებობს ჯეჯილის გაზრდის ორი გავრცელებული ფორმა. პირველი, ბამბით და მეორე, მიწაზე. გირჩევთ ხორბლის მიწაზე დათესვას, რადგანაც ბამბაზე დათესილს დროის გასვლის შემდეგ სუნი უჩნდება.
1) თეფში / ქოთანი - თუკი თქვენ მაინც ამჯობინებთ ჯეჯილის ბამბაზე გაზრდას, მაშინ სამზარეულოდან შეარჩიეთ ლამაზი თეფში. ხოლო, თუკი ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, ძალიან ლამაზად გამოიყურება თიხის ან მეტალის კონტეინერში გაზრდილი მწვანე ჯეჯილი. თუ მაინცდამაინც არ გაქვთ მეტალის ან თიხის კონტეინერი, ნუ დამწუხრდებით, გამოიყენეთ პლასტმასის ქოთანი.
2) ბამბა ან მიწა - თეფშზე ჯეჯილის გაზრდის სურვილის შემთხვევაში, თეფშზე თანაბრად გადაანაწილეთ ბამბა, დაახლოებით 1.5 სმ-ის სისქეზე. ხოლო, ქოთანში ჯეჯილის გაზრდის შემთხვევაში, ქოთანი აავსეთ ნებისმიერი ტიპის მიწით.
3) ხორბლის მარცვლები - მოაყარეთ ხორბლის მარცვლები ბამბაზე ან მიწაზე. შეეცადეთ ყველა ადგილას მოხვდეს ხორბლის მარცვალი, რათა ჯეჯილი ხშირი იყოს. ხორბლის მარცვლები შეგიძლიათ შეიძინოთ სურსათის ნებისმიერ მაღაზიაში ან ბოსტნეულის მაღაზიაში.
4) წყალი - ხელით ან ე.წ. სპრეი ბოთლით დანამეთ მიწის ზედაპირი. არ "დაახრჩოთ" ხორბლის პატარა მარცვლები. უბრალოდ გინდათ მიწის ან ბამბის დასველება, სულ ესაა. ჩემი რჩევა მათთვის, ვისაც აკვარიუმი აქვს. ალბათ იცით, რომ აკვარიუმის წყალი სავსეა ნებისმიერი მცენარისთვის სასარგებლო ნივთიერებებით და, რასაკვირველია, ჯეჯილიც არ არის გამონაკლისი. ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ აკვარიუმის წყალი. ეს საგრძნობლად დაეხმარება ჯეჯილს გაზრდაში!
5) მზე - მეორე დღეს მოათავსეთ ქოთანი ან თეფში ფანჯარასთან ახლოს. რაც უფრო ნათელ ადგილას იქნება ის დადგმული, მით უფრო სწრაფად გაიზრდება ჯეჯილი.
რა დრო დასჭირდება?
ჯეჯილის ზრდის პროცესის ყურება ყველაზე სახალისო ნაწილია. ის იმდენად სწრაფად იზრდება, რომ თქვენ შეგიძლიათ დღითი-დღე ამის შემჩნევა. 2-3 დღეში შეამჩნევთ, რომ ხორბალი გაღვივდა და უკვე იწყებს აღმოცენებას.
და 12-15 დღეში თქვენ უკვე გექნებათ ხასხასა მწვანე ჯეჯილი!
თუკი თქვენი ჯეჯილი გაიზრდება ძალიან მაღალი და ზოგიერთი ღერო დაიწყებს ჩამოვარდას, მიეცით მას "ახალი ვარცხნილობა" და შეკრიჭეთ მაკრატლით!
აი, ეს უშუალოდ აკვარიუმის წყალში ჩარგული ჯეჯილი. 5 დღის შედეგია ეს!
ჩემი ეს სტატია დასრულებულია !
წარმატებებს გისურვებთ თქვენი ჯეჯილის გაზრდაში !
ქვემოთ კომენტარის ველში შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი შეხედულება, თუ რას ფიქრობთ მოცემული სტატიის შესახებ !

Comments
Post a Comment