როგორ მოვიშოროთ ანალური ხვრელიდან (ანუსიდან) არასასურველი თმა მამაკაცებისთვის
მამაკაცებისთვის ანალური ხვრელიდან (ანუსიდან) თმის მოშორება
პირველ რიგში, მინდა გაანალიზოთ, რომ ანალური ხვრელის ირგვლივ თმიანობა სავსებით ნორმალურია როგორც მამაკაცისთვის, ასევე ქალბატონებისთვის.
რა ფუნქცია აქვს ანუსის თმას?
უკვე დიდი ხანიაა, რაც ადამიანებს გადარჩენისთვის სხეულზე დიდი რაოდენობით თმა არ სჭირდებათ, მაგრამ თმის გარკვეული რაოდენობა სხეულზე მაინც შემოგვრჩა. რატომ? იმიტომ, რომ მაგ გარკვეული ფუნქციური დატვირთვა აქვთ. მაგალითად, წამწამები თვალებს უცხო სხეულებისგან(ნამსხვრევები, მტვერი და ა.შ.) გვიცავს, წარბები თვალებს ოფლისგან იცავს, ხოლო თმიანობა ანუსის გარშემო დუნდულებს იცავს ერთმანეთთან ხახუნისაგან, რაც, თავის მხრივ, დუნდულებს გაღიზიანებისგან, კანს სიწითლისგან იცავს.
ამიტომ, ნუ გაგიჩნდებათ კომპლექსები იმის გამო, რომ თქვენ ანალური ხვრელის ირგვლივ ან თუნდაც სასქესო ორგანოზე ბევრი თმა გაქვს. ეს სავსებით ბუნებრივია!
თმის დატოვება/არდატოვება კონკრეტულად სხეულის ამ ნაწილებში უკვე გემოვნების საკითხია. თუკი გსურთ, ანალური ხვრელის ირგვლივ თმის მოშორება, მაშინ გააგრძელეთ კითხვა.
თმის დროებით მოშორება
თუკი ანუსიდან თმის მოშორებას ამჯობინებთ, გირჩევთ, პირველ რიგში, სცადოთ თმის დროებითი მოშორების მეთოდები. ანუსის თმა სწრაფად არ იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ხშირი მოვლა, როგორც, მაგალითად, წვერს, არ სჭირდება.
თქვენით თმის მოშორებამ შეიძლება გარკვეულწილად გამოწვევების წინაშე დაგაყენოთ, ვგულისხმობ, რომ თმა უკანალშია და თქვენი ხელებისთვის მანდ წვდომა, კომფორტული არ არის. კედლის ან იატაკზე მოთავსებული პატარა სარკე ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დაგეხმარებათ.
პარსვა
ვინაიდან და რადგანაც თქვენ სხეულის პატარა და ვიწრო ადგილას, ანალურ ხვრელთან, გსურთ თმის მოშორება, ბიკინის საპარსი იდეალური ხელსაწყოა ამისთვის. სხვა შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საპარსიც, მაგრამ უნდა დარწმუნდეთ, რომ საპარსი მახვილია და მარტივად გაპარსავს. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიძინოთ 2-1-ში ტიპის ხელსაწყო, როგორიც ეს არის
იმისთვის, რომ გაღიზიანება მინიმალურამდე დავიყვანოთ:
- დაიბანეთ ანუსის ირგვლივ რბილი საპნით და წყლით.
- ააქაფეთ ზედაპირი ჩვეულებრივი საპარსი ქაფით ან გელით
- დადეთ ერთი ფეხი მაღლა, მაგალითად, ნიჟარაზე. დარწმუნდით, რომ ნიჟარის ზედაპირი მშრალია, შესაბამისად, არ გასრიალდებით.
- ერთი ხელის გამოყენებით გაწიეთ დუნდულები განზე და კარგად დაჭიმეთ ანუსის ირგვლივ კანი.
- გაპარსეთ ზედაპირი ძალიან ნელა და ფრთხილად პატარ-პატარა დარტყმებით.
- ჩამოიბანეთ კარბად და პირსახოცის ზედაპირული დადებით გაიმშრალეთ (უხეშად გამშრალება კანს გაგიღიზიანებთ).
ვოქსინგი (ცვილის გამოყენება)
- იბანავეთ თბილ წყალში მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში.
- დარწმუნდით, რომ ანუსის თმა ნახევარი სანტიმეტრია. თუკი თმა უფრო გრძელია, გაკრიჭეთ ფრთხილად მჭრელი მაკრატლით ან ბიკინი საპარსით.
- დაიტანეთ ნატურალური ცვილი ანუსის ირგვლივ.
- ცვილზე ზემოდან დაადეთ წებოვანი ქაღალდი, რომელიც, ცვილს მოყვება.
- დააცადეთ ცვილს რამდენიმე წამი, რათა გამაგრდეს.
- ერთი ხელით დაჭიმეთ კანი კარგად და სწრაფად მოაგლიჯეთ წებოვანი ქაღალდი, რომელიც თან წამოიღებს თმასაც.
დეპილატორი კრემები
თმის სამუდამოდ მოშორება
ლაზერული ეპილაცია
ელექტროლიზისი
მოშორებასთან დაკავშირებული რისკები
- პარსვით გამოწვეული სიწითლე
- გამონაყარი
- ქავილი
- ინფექცია
- ჭრილობები
- შეზრდილი თმები
- ფოლიკულიტი - თმის ბუდის ანთება
რჩევები
თუკი მაინც გერიდებათ მსგავს საკითხებზე საუბარი დერმატოლოგთან ან უროლოგთან, ქვემოთ კომენტარებში დაწერეთ თქვენი კითხვები, მოსაზრებები ამ ბლოგთან დაკავშირებით და აუცილებლად მიიღებთ პასუხს.





Comments
Post a Comment