სრული სახელმძღვანელო ოთახის მცენარეების მფლობელებისთვის
გინდა მოაწყო ჯუნგლები შენს სახლში?
ამ სრულ სახელმძღვანელოში მე შემოგთავაზებთ სხვადასხვა იდეას მცენარეების დიზაინისთვის, რათა გქონდეთ სახლში ჯუნგლები.
- მცენარეების დეკორის იდეები
- საჭირო ხელსაწყოები და აქსესუარები
- რა ფაქტორები ახდენს გავლენას მაშინ, როცა ირჩევ ახალ მცენარეს
- რომელი მცენარეებით უნდა დაიწყო თავდაპირველად
- რჩევები მოვლისთვის
წარმატებები!
სასტუმრო ოთახი – ლონდონის ერთ–ერთი სასტუმრო
1) მცენარეების დეკორის იდეებიგანსხვავებულობა მთავარი გასაღებია
მნიშვნელოვანი კონცეფცია სახლის ჯუნგლების შესაქმნელად არის ის, რომ მცენარეს შეუქმნათ პირობები,რომელიც მიმსგავსებული იქნება მის ბუნებრივ პირობებთან.
როცა გინდა ჯუნგლების მოწყობა, განსხვავებულობა მთავარი გასაღებია, ისევე, როგორც ბუნებაში.
სხვადასხვა ზომის მცენარეების კომბინაცია არის პირველი ნაბიჯი, როცა სახლის ჯუნგლების შექმნა გინდა.მაგალითად, შეიძინებ გიგანტური მცენარე, რომელსაც მოათავსებ იატაკზე და შეურიეთ მას პატარ–პატარა მცენარეებიც.
სცადეთ მცენარეების სადგანი და ჩამოსაკიდებლები, რათა წარმოადგინოთ მცენარეები სხვადასხვა დონეზე.
თუკი თქვენ ერთნაირი ზომის ფოთლებიანი მცენარეები გექნებათ, მაშინ თქვენს ოთახში აუცილებლად იქნება მოწყენილობა.
ეცადეთ შექმნათ პერსონალური
ხშირად ითამაშეთ ქოთნებით. გამოიყენეთ თიხის, სპილენძის ან თუნდაც ხის ქოთნები და შეურიეთ დიზაინში. დაამატეთ სანთლები, სურათები და სხვა პერსონალური ნივთები.
გაიხსენეთ თქვენი გამოცდილება
გაიხსენეთ თქვენი პირველი გასეირნება ტყეში, ან თუნდაც ვინმეს ბაღში. მცენარეებისა და ხეების ფონზე, რას გრძნობდით, რისი სუნი გცემდათ, რა გესმოდათ?
აღადგინეთ ასეთი გრძნობები და მოგონებები თქვენს სახლში, მაგალითად, ჩართეთ ბუნების ხმების მელოდია, ან მოათავსეთ ლავანდა, ჟასმინი ან პიტნა მცენარეებთან ახლოს.
სცადეთ ყველა გრძნობის დაკმაყოფილება. ამით წარმატებით შეძლებთ ბუნებრივი გარემოსა და ჯუნგლების დიზაინის შექმნას თქვენს ოთახში!
მწვანე ბიბლიოთეკა – საუკეთესო სახლის ოფისისთვის
სცადეთ შექმნათ ერთგვარი ბიბლიოთეკა თქვენს ოთახის რომელიმე კუთხეში.
კაქტუსები და სუკულენტები ჩემგან პირველი რეკომენდაცია იქნება. ეს მცენარეები ძალიან საყვარლები და საკმარისად პატარები არიან იმისთვის, რომ მოათავსოთ ნებისმიერ ადგილას – სამუშაო მაგიდაზე, თაროებზე, კარადებზე.
სხვა მცენარეები მსგავსი სარგებლით არის სანსევიერია, ფილოდენდრონი ან ეპიფრემიუმი ("მარმარილოს დედოფალი").
სააბაზანოს კედლის მცენარეები
არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი სააბაზანო დიდია თუ პატარა, ტრადიციული თუ თანამედროვე, ბნელი თუ ნათელი – მცენარე ყოველთვის შეძლებს სინათლისა და სიცოცხლის შემოტანას.
ადგილი, როგორიცაა, კუთხე, კარადა, თარო იდეალურია. შეგიძლიათ ასევე მიამაგროთ ქოთნები კედლებზე. ეს ყოველთვის მოქმედებს და შთამბეჭდავი შედეგი აქვს!
სასტუმროს სააბაზანო ლონდონში
სააბაზანო ყველაზე ტენიანი ადგილია თქვენს სახლში, რაც ქმნის იდეალურ გარემოს ზოგიერთი მცენარისთვის.
გვიმრა და კალათეა შეგიძლიათ შეურიოთ სხვადასხვა მცენარესთან, როგორიცაა:
- დიფენბახია
- სპატიფილიუმი
- ფილოდენდრონი
- ბამბუკი
ზოგიერთი პატარა მცენარე, როგორიცაა ალოე ან კაქტუსი და სუკულენტი შესანიშნავია ფანჯრის რაფებისთვის. შეგიძლიათ ეს მცენარეები დარგოთ სხვადასხვა ზომის ქოთნებში და განათავსოთ ისინი სამზარეულოს ფანჯრის რაფებზე.
ამას გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცარიელი ადგილები თაროებზე, მაცივრის თავზე ან მიკრო–ტალღურ ღუმელზე.
დაამატეთ ერთი ან ორი დიდი მცენარე – საუკეთესო მისაღები ოთახისთვის
არ შეგეშინდეთ რომ სცადოთ ერთი დიდი, განიერ–ფოთლებიანი მცენარე. გაუცდებით როგორი ჯუნგლების ატმოსფეროს შექმნის ეს ერთი დიდი მცენარე თქვენს მისაღებში.
მაგრამ თუ ფიქრობთ დიდი, ძვირიანი მცენარის შეძენას, აუცილებლად მიაქცეთ განსაკუთრებით დიდი ყურადღება მის მოვლას. ეს ბლოგი თქვენს გვერდითაა, რათა დაგეხმაროთ გასცეთ ყველა კითხვას მცენაარების მოვლასთან დაკავშირებით.
ზოგიერთი დიდი ზომის მცენარე:
- ალოკაზია
- ბანანის ხე
- პილეა
- ფიკუსი
- მონსტერა
- სტრელიცია ("სამოთხის ჩიტი)
იმისთვის, რომ დაიწყოთ მებაღეობა, ჩამოთვლილია აქსესუარები და ხელსაწყოები, რომლებიც დაგჭირდებათ.
რა დაგჭირდებათ:
- იშოვეთ ორივე ტიპის ნიადაგი.
მანამ, სანამ გადარგავთ მცენარეს, შეამოწმეთ კონკრეტული მცენარისთვის ოპტიმალური ნიადაგი. ასევე, ორგანული ნიადაგი საუკეთესოა მცენარეებისთვის და ამასთანავე, ექსტერტები დიდ რეკომენდაციას უწევენ მას.
- სასუქი
- ქოთნის სადგამი
- სარწყავი
- ქოთნები
- ხელთათმანები
- ხრეში, კენჭები დრენაჟისთვის და დეკორაციისთვის
- პატარა ნიჩაბი
- სპრეი(შესაშხურებელი) ბოთლი
მცენარეების გამრავლებისთვის საჭირო აქსესუარები:
იცოდით, რომ შეგიძლიათ გაამრავლოთ მცენარეები გადაჭრილი ღეროებისგან?! მე თვითონ მიცდია ჩემი ფილოდენდრონის გამრავლება(ასევე ავოკადოს თესლისა და სუკულენტების). ბევრი ოთახის მცენარის გამრავლება არის შესაძლებელი.
თუკი თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია ან გინდათ უბრალოდ სცადოთ და უყუროთ თუ როგორ იზრდება მცენარე, მაშინ თქვენ დაგჭირდებათ გასამრავლებელი პატარა ქოთანი, ან უბრალოდ ჭიქა.
3) რა ფაქტორები ახდენს გავლენას მაშინ, როცა ირჩევ ახალ მცენარეს?ამ ფაქტორებს აქვს გავლენა მცენარის შერჩევის დროს:
- ტენიანობის დონე და სინათლის დონე შენს სახლში
- გყავთ შინაური ცხოველები ან ბავშვები?
- დროის რაოდენობა, რა დროსაც სახლში ატარებთ
.
რადგან სახლების უმრავლესობა მშრალ ადგილებშია, დამწყებებისთვის საუკეთესო მცენარეები იქნება: მონსტერა, სუკულენტები და კაქტუსი. ამ სამს სჭირდება მინიმალური ზრუნვა, და გაახარებს იმ მცენარეების მოყვარულებს, რომლებიც ხშირად არ იმყოფებიან სახლში.
თუკი გყავთ შინაური ცხოველი ან ბავშვები, არასდროს არ შეიძინოთ მცენარეები: ფოტოსი, ფილოდენდრონი, და სხვა წვნიანი მცენარე, იმიტომ, რომ მომწამლავია.
მომწამლავი მცენარეები:
- დიფენბახია
- კალადიუმი
- ფილოდენდრონი
- ფოტოსი
- სპატიფილუმი
- ოლეანდრა
- გველის მცენარე
არსებობს სხვადასხვა ტიპის ოთახის მცენარეები, რომელთან სხვადასხვა გავლენა ექნება თქვენს ინტერიერზე.
დაიწყეთ იოლად მოსავლელი მცენარეებით.
ეს არა მხოლოდ დაგიზოგავთ თანხას და დროს, არამედ დაგეხმარებათ გამოცდილების მოპოვებაში.
ჩემი რამდენიმე წლიანი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ბევრი მცენარისთვის არ არის მისაღები "ადამიანისთვის შექმნილი სახლები" და ზოგიერთი უკეთესადაც კი გრძნობს თავს ახალ გარემოში.
ასევე, მინდა განუგეშოთ და გითხრათ, რომ დროთა განმავლობაში გამოცდილი მებაღეებიც კი კლავენ უნებლიედ მცენარეებს.
ექსპერიმენტებითა და მცდელობებით ვიღებ გამოცდილებასა და ცოდნას, ამიტომ ნუ შეგაწუხებთ დანაშაულის გრძობა, როცა დამწყები მებაღეები ხართ და შემთხვევით მოგიკვდებათ მცენარე.
მას შემდეგ, რაც უკვე კარგად იგრძნობთ თავს თქვენს დამწყებ მცენარეებთან, შეგიძლიათ გარისკოთ უფრო ეგზოტიკური და იშვიათი სახეობების მოვლაც.
სუკულენტები და კაქტუსები
კაქტუსი და სუკულენტი ყველაზე იოლი ოთახის მცენარეებია, რომელთა მოვლაც დამწყებებს არ გაუჭირდებათ. სუკულენტები და კაქტუსები კარგად იზრდება მშრალ ნიადაგში. არასდროს არ მორწყათ ისინი იმდენად, რამდენადაც სხვა მცენარეებს რწყავთ!
სუკულენტი და კაქტუსი უნდა მოათავსოთ ფანჯრებთან ახლოს, სადაც ისინი შეძლებენ დიდი რაოდენობით სინათლის მიღებას. ზამთრის განმავლობაში, თქვენ უბრალოდ უნდა უზრუნველყოთ მათი სიგრილე და სიმშრალე.
მხოხავი და კედლებზე მცოცავი მცენარეები
მხოხავი და მცოცავი მცენარეები ეგრევე ქმნიან დრამატულ ეფექტს ოთახში. დამწყები ოთახის მებაღეებისთვის შემოგთავაზებ რამდენიმე მხოხავ და მცოცავ მცენარეს იმისთვის, რომ ამოარჩიოთ:
- თავყვითელა ("მარგალიტის ძაფები"): სუკულენტის ჯიშის მცენარე, რომელსაც ნამდვილად უყვარს სინათლე და მშრალი გარემო. თავყვითელას გაზრდა საუკეთესოა ჩამოსაკიდ კალათებში.
- ფოტოსი: უმრავლესობა ფოტოსის სახეობას შეუძლია გაიზარდოს ოთახში, პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, ასე რომ, გირჩევთ შეარჩიოთ ადგილი ამ მცენარისთვის თქვენს სახლში.
- ფილოდენდრონი: ეს ყველაზე პოპულარულია მცენარეა ოთახის ჯუნგლების შესაქმნელად. მშრალ ნიადაგში და ძლიერი განათების პირობებში ეს მცენარე გაიზრდება იოლად.
ტერარიუმები და ჰაერის მცენარეები
დამატებითი ეფექტებისთვის, შეგიძლიათ სცადოთ ისეთი უჩვეულო მცენარე, როგორიცაა, ჰაერის მცენარე, ან გააკეთოთ ტერარიუმი. მცენარეების ამ ტიპის ეკოსისტემას სჭირდება მინიმალური მოვლა და არ მოითხოვს მნიშვნელოვან უნარებს.
ტერარიუმები ხშირად კეთდება პატარა ან საშუალო ზომის შუშის ქილებსა და კონტეინერებში და ხშირად ჰაერის მცენარეებს ათავსებენ მასში. მაგრამ სახელის მიუხედავად, თქვენ მაინც დაგჭირდებათ წყლის მიცემა ჰაერის მცენარეებისთვის.
5) რჩევები მოვლისთვის
იცოდეთ თქვენი მცენარის წარმომავლობა
თქვენი მცენარის წარმოშობის ადგილის ცოდნა დაგეხმარებათ მათთვის შესაფერისი გარემოს შექმნაში. მაგალითად, არასდროს დადოთ გვიმრა ფანჯარასთან, იმიტომ, რომ მათთვის საუკეთესო ტენიანი და ჩრდილიანი გარემოა. სრულიად საპირისპიროა სუკულენტების შემთხვევაში, რომლებიც ამჯობინებენ მშრალ ადგილებში ცხოვრებას. ისინი იოლად იზრდებიან უდაბნოსთან მიახლოებულ პირობებში.
მორწყვა
ყველაზე მიუტევებელი შეცდომა დამწყებთათვის არის გადაჭარბებული მორწყვა, რადგან მცენარე, ჩვეულებრივ ამაზე რეაგირებას ფოთლების გახმობით ახდენს, რაც შეიძლება მცენარის სიკვდილით დასრულდეს.
პრაქტიკულად, წყლის ნაკლებობა უკეთესია, ვიდრე მორწყვის გადაჭარბება, რადგან მცენარე ასეთ შემთხვევაში არ კვდება.
ასე რომ, შეამოწმეთ ნიადაგის ტენიანობა თითებით მანამ, სანამ გადაწყვეთ მცენარის მორწყვას.
მადლობა კითხვისთვის!
შესაჯამებლად, მინდა ვთქვა, რომ არსებობს ბევრი გზა თქვენი ოთახის გალამაზებისა და ოთახი ჯუნგლების მოსაწყობად. ასევე, იყავით გულახდილები საკუთარ თავთან. შეარჩიეთ მცენარე თქვენი ცხოვრების რიტმის მიხედვით.
დააკომენტარეთ რას ფიქრობთ ჩემს პირველ ბლოგზე.
გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებას!








Comments
Post a Comment