ოთახის 5 მცენარე, რომლებსაც ვერ მოკლავთ
ჩემი ოთახის ტოპ 5 მცენარე, რომლებსაც ვერ მოკლავთ:
ვიღაცამ მკითხა, რომელი მცენარეებია ყველაზე იოლად მოსავლელიო. თუკი თქვენ ხართ დაკავებული ან უბრალოდ არ გამოგდით მცენარეების მოვლა, მოგაწოდებთ 5 მცენარის შესახებ ინფორმაციას, რომლებსაც, უბრალოდ, ვერ მოკლავთ. ამ მცენარეების მოვლა, დარწმუნებული ვარ, არ გაგიჭირდება, ამასთანავე, ამ მცენარეებს შეუძლიათ შეეგუონ სხვადასხვა განათების პირობებსაც.
1) კაქტუსი და სუკულენტი
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ რატომ მოხვდა ჩემს ამ სიაში კაქტუსი და სუკულენტი.
წყალი? არა! კაქტუსებს და სუკულენტებს შეუძლიათ წყლის შენახვა, ისევე, როგორც აქლემებს. ამ ორი ტიპის მცენარეს სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერისას იპოვით.
კაკტუსები და სუკულენტები იდეალურად გრძნობენ თავს განათებულ ადგილებში, ასე რომ მათთვის იდეალური ადგილი ფანჯრის რაფებია.
- კაქტუსი და სუკულენტი – შეუძლიათ შეინახონ წყალი მათ სქელ ფოთლებში, რათა გადაურჩნენ მშრალ და ძალიან ნათელ პირობებს. თუკი თქვენ გავიწყდებათ რეგულარულად მცენარეების მორწყვა, კაქტუსი და სუკულენტი თქვენთვის საუკეთესო მცენარეებია. რაც უფრო სქელი ფოთოლი აქვთ, მით უფრო ნაკლები წყალი სჭირდებათ ამ მცენარეებს. ეს არის მათი ოქროს წესი! ნახევრად ჩრდილიან ადგილას, თვეში ორჯერ მორწყვა კარგი იქნება სუკულენტისთვის. მე ჩემს კაკტუსებს და სუკულენტებს უფრო იშვიათადაც კი ვრწყავ. კაქტუსი და სუკულენტი ძალიან მგრძნობიარენი არიან განათებასთან მიმართებაში. კაქტუსი და სუკულენტი, რომლებიც მოთავსებულნი არიან ნათელ ფანჯარასთან, აყვავდებიან და მოითხოვენ უფრო მეტ წყალს. ბევრი ადამიანი ყიდულობს ბარაქის ხესა და ალოეს, მათი იოლად მოვლის გამო.
- დაიმახსოვრეთ: კაქტუსსა და სუკულენტს სჭირდება სპეციალური ნიადაგი. რაც უფრო მსუბუქი და ჰაერგამტარი იქნება ნიადაგი, მით უკეთესი.
ქვიშა
შავი მიწა
აგრო–პერლიტი
შეურიეთ ერთმანეთში და ნიადაგი კაქტუსისთვის და სუკულენტისთვის მზადაა!
2) სანსევიერა (გველის მცენარე)
საუკეთესო მცენარე საძინებელი ოთახისთვის, არის სანსევიერა, იგივე გველის მცენარე.
- სანსევიერა: მცენარე, რომელსაც აქვს ინდივიდუალად გამრავლებული ფოთლები. სახლის დეკორაციისთვის ძალიან კარგია, რადგან ის მთელი წლის განმავლობაში კარგად გამოიყურება. მინიმალური ძალისხმევა მისი მოვლისთვის. მორწყეთ კვირაში ერთხელ, თუკი მცენარე გიდგათ ჩრდილიან ან ნახევრად–ჩრდილიან ადგილას.
ტროპიკული მცენარე, რომელიც წმენდს ჰაერს და მისი მოვლა იოლია.
- ფოტოსი ჩემი საყვარელი მცენარეა, იმიტომ, რომ მას ყოველთვის ახალ–ახალი ფოთოლი ეზრდება, რის გამოც სულ გაოცებული ვარ. ამ მცენარის ყოლა ძალიან "მომგებიანია", რაც მისი სწრაფადმზარდობის დამსახურებაა. მორწყეთ კვირაობით, იყოლიეთ ჩრდილში ან ნახევრად განათებულ ადგილას. მას ძალიან მოეწონება თქვენ აბაზანაში ყოფნა, სისველის გამო.
- ეს მცენარე ჩემი საყვარელი მცენარეა, ამიტომ მინდა გითხრათ რამდენიმე გასაოცარი ფაქტის შესახებ: 1 – ელოდეთ ახალ–ახალ პატარა ფოთლებს ყოველ კვირაში. 2 – ფოტოსის გამრავლება ძალიან მარტივია, უბრალოდ აიღეთ გადანაჭერი, და ჩადეთ ღერო წყლიან ჭიქაში მანამდე, სანამ ფესვები არ გაეზრდება. წყალი გამოუცვალეთ კვირაში ორჯერ. ბავშვები ძალიან გახარებულნი იქნებიან ფესვების ზრდის პროცესის ნახვისას და ამასთანავე, ყოველ კვირაობით გექნებათ კვირის აქტივობა. ერთადერთი ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ! შინაური ცხოველი და ადამიანიც კი მოიწამლება იმ შემთხვევაში, თუ ფოტოს გემო გაუსინჯა. 3 – ჯუნგლების ეფექტი. ფოტოსს შეუძლიან თქვენი ოთახის ყველაზე მივიწყებული და ბნელი კუთხეც კი გამოაცოცხლოს და გაამწვანოს, რაც ჯუნგლების ეფექტს ჰქმნის. წარმოიდგინეთ დიდი ფოთლები ჩამოშვებული კალათიდან ქვემოთ! სცადეთ ქოთანი სიმაღლეზე მოათავსოთ, ან სადმე ჩამოკიდოთ. ამ ყველა ფაქტის გამო, ფოტოსი ჩემი პირველი მცენარე იყო და ის ჯერ კიდევ ჩემ ფავორიტ მცენარედ ითვლება. არსებობს 2 ტიპის ფოტოსი: ოქროსფერი ფოტოსი და გამჭვირვალე(ატლასის) ფოტოსი.
- ზამიოკულკასი: ამ ელეგანტურ და იოლ მცენარეს შეუძლია სიმწვანის შემოტანა თქვენს სახლში. იდეალურია მისაღები ოთახისთვის. მე ძალიან მომწონს თუ როგორ არის მისი ბრწყინავი ფოთლები დაწყობილი მთავარ ღეროზე თითქმის სიმეტრიულად. მას სჭირდება ორ თვეში ერთხელ მორწყვა, ხოლო გამრავლების პერიოდში – თვეში ორჯერ. მას შეუძლია ჩრდილიან ადგილას არსებობა ძალიან იოლად. არასდროს დადოთ ზამიოკულკასი პირდაპირი მზის ქვეშ! ასევე საჭიროა, იცოდეთ, რომ უნდა დაიბანოთ ხელები მასთან შეხების შემდეგ, იმიტომ, რომ ის მომწამლავია. ამის მიუხედავად, მე მაინც გაოცებული ვარ მისი სიმწვანისა და სწრაფად მზარდობის გამო.
ეს პალმა ნამდვილად გაალამაზებს და სიუცხოვეს შემატებს თქვენს ოთახს.
- ოთახის პალმა: მკვრივი ტროპიკული მცენარე, რომელსაც შეუძლია ოთახში გაზრდაც. ამ პალმის ეზოს ჯიშები ცნობილია, როგორც მათი ხილით (ქოქოსი, ფინიკი), ისე თეთრ,ქვიშიან სანაპიროზე ზრდით. ეს ოთახის პალმა თქვენს სახლში შემოიტანს ტროპიკულ ატმოსფეროს დიდი მზრუნველობის გარეშე. სწორედ ამიტომ ყიდულობს ბევრი ამ მცენარეს. ოთახის პალმები განსხვავდება ზომით და განათების საჭიროებით. არსებობს პალმები, რომლებსაც ძლიერი განათება სჭირდებათ და ასევე პალმები, რომელთაც ჩრდილი უყვართ. მორწყეთ კვირაობით ზამთარში და კვირაში ორჯერ – ზაფხულში. დროგამოშვებით მოაშორეთ მტვერი პალმის ფოთლებს. სულ ესაა!
ვიმედოვნებ, ეს ბლოგი მოგეწონათ! დააკომენტარეთ ქვემოთ რა ტიპის ინფორმაციას ან რომელი მცენარის მოვლის შესახებ ისურვებდით შემდეგ ბლოგს!
წარმატებები!






This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDelete