7 შეცდომა, რომელსაც უშვებთ ოთახის მცენარეებთან მიმართებაში

ყველაზე მეტად გავრცელებული შეცდომები ოთახის მცენარეების მოვლისას

სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ჩემი მცენარე მოწყენილია, ეს ჩემთვის ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი დანაშაულია, და მეორე, არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ასეთ შემთხვევაში. მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს.
როგორც ოთახის მცენარეების მოყვარულს, ხალხი ხშირად მიყვება მათი მცენარის
ტრაგიკული ისტორიის შესახებ. ისეთ შემთხვევაში, როცა თქვენი მცენარის ფოთოლი დახრილი ან ყავისფერია, თქვენ მარტო არ ხართ. ბევრ ჩვენგანს აქვს შეძენილი მცენარე, იმიტომ, რომ უბრალოდ მოეწონათ, მაგრამ სჯობს გადახედოთ ძირითად ცნებებს მცენარეების მოვლის შესახებ მანამ, სანამ შეიძენთ ახალ მცენარეს. ქვემოთ მოცემულია ტოპ შეცდომები, რომლებიც მე მეგობრებისგან, ნათესავებისგან გამიგია:

#1 – წყალი. იმის ფიქრი, რომ ყველა მცენარეს ბევრი წყალი სჭირდება, სიცრუეა.
#2 – განათება. იმის ფიქრი, რომ ყველა მცენარეს სჭირდება ბევრი განათება, სიცრუეა.
#3 – მოვლა. იმის ფიქრი, რომ ყველა მცენარეს სჭირდება ბევრი მოვლა, ყურადღება და დრო, სიცრუეა
#4 – გამოცდილება. იმის ფიქრი, რომ თქვენ გჭირდებათ დიდი გამოცდილება მცენარეების მოვლისა, სიცრუეა.
#5 – ფესვების შემოწმების დავიწყება. ფესვები მცენარის მკვებავი ორგანოა, ამიტომ აუცილებელია ფესვების ჯანმრთელად ყოფნა.
#6 – ძალიან ბევრი. მცენარისთვის ბევრი გადაადგილება, ბევრი წყალი, ბევრი განათება, ბევრი ყურადღება, ცუდია.
#7 – მცენარის წარმომავლობის არ ცოდნა. თქვენი მცენარის წარმოშობის ადგილის კლიმატის ცოდნა დაგეხმარებათ იმაში, რომ შეუქმნათ თქვენს მცენარეს წარმოშობის ადგილის მსგავსი გარემო.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შინ მოიტანეთ ახალი მცენარე. ცნობისმოყვარეობა გკლავთ, იმისა, თუ როგორი მცენარე გაიზრდება მომავალში. ან, იქნებ გეშინიათ ერთზე მეტის მოტანა, იმიტომ, რომ ბევრს მუშაობთ და გგონიათ დროს ვერ გამონახავთ მცენარის მოვლისთვის. თუ თქვენ სწორად აარჩევთ მცენარის სახეობას, მაშინ არ შეგექმნებათ არანაირი პრობლემა. ან თუ გინდათ მცენარე, რომელიც მომთხოვნია, შეგიძლიათ სპეციალური ხელსაწყოები შეიძინოთ, რომელიც გაგიმარტივებთ მუშაობას მცენარესთან. იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ზემოთ ხსენებული პრობლემების არქონაში, ან გადაჭრაში, ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველაზე მეტად გავრცელებული შეცდომების სიას.

1) გადაჭარბებული მორწყვა


შეცდომა #1: რამდენად სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, მცენარის სიკვდილიანობის ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზი ჭარბი მორწყვაა. ხალხი ფიქრობს, რომ ყველა მცენარეს წყალი ერთნაირად სჭირდება. ეს ასე, რა თქმა უნდა, არ არის. კაქტუსი და სუკულენტი მშრალ ნიადაგს ამჯობინებენ. კაქტუსს 1 თვე უწყლოდ ყოფნაც კი შეუძლია(ეს, რასაკვირველია, იმით არის გამოწვეული, რომ კაქტუსი უდაბნოს მცენარეა). სუკულენტების უმეტესობას სჭირდება თვეში ერთხელ მორწყვა, მაგრამ ყოველკვირეული მორწყვა მათ მოკლავს. გქონიათ მსგავსი შემთხვევა? მე მომიკვდა ჩემი მეორე მცენარე – სუკულენტი – გადაჭარბებული მორწყვის გამო. ზოგიერთ მცენარეს, აქლემების მსგავსად, აქვს წყლის შენახვის უნარი, რომელსაც მომავალში ისე იყენებს, როგორც სჭირდება.

ოქროს წესი ასეთია, რაც უფრო სქელია ფოთოლი, მით ნაკლები წყალი სჭირდება მას.  მაგრამ, არსებობს ისეთი მცენარე, მაგალითად გვიმრა, რომელსაც მუდმივად სქელი ფოთლები აქვს, მაგრამ ხშირად ესაჭიროება დიდი ოდენობით წყალი. მაგალითად, კაქტუსს აქვს სქელი ტანი, სადაც ის ინახავს საკმარის წყალს და გვალვის შემთხვევაში, ის "სვამს" შენახულ წყალს და მისი ტანი თხელდება. მორწყეთ ის და კაქტუსი ღრუბელივით გაიბერება.

შევაჯამოთ, მცენარეები არ საჭიროებენ ერთნაირ მოვლას. კაქტუსი და სუკულენტი ამჯობინებს მშრალ მიწას, ტროპიკული მცენარეები კი – სველს. სიხშირე ასევე დამოკიდებულია მცენარის ადგილმდებარეობაზეც. ყველა სახეობა განსხვავებულია!

2) ბევრი მზის სხივი


შეცდომა #2: ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა მცენარეს სჭირდება ბევრი განათება. განათება მნიშვნელოვანია, მაგრამ მცენარეების შემთხვევაში, ბევრი ხშირად ზედმეტია. ნათელი პირდაპირი მზის სხივები უნდა აარიდოთ მცენარეების უმრავლესობას, კაქტუსისა და სუკულენტების გამოკლებით, რადგან მათ შეუძლიათ გაუძლოთ პირდაპირ მზის სხივებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ პირდაპირი მზის სხივები ძალიან უხეშია. უმეტესობა მცენარისთვის, არაპირდაპირი მზის სხივები საუკეთესოა, რადგან ასეთი სხივები ნაზია. ნათელი მზის სხივი,  კედელზე არეკვლით ქმნის შესანიშნავ ნათელ არაპირდაპირ განათებას. შეგიძლიათ იყოლიოთ მცენარეები სააბაზანოში დაბალი განათების პირობებშიც კი. ზოგიერთ მცენარეს უბრალოდ არ ესაჭიროება ბევრი განათება!

3) ფიქრი იმისა, რომ ყველა მცენარეს სჭირდება ძალიან დიდი ყურადღება.

შეცდომა #3: ფიქრი იმისა, რომ ყველა მცენარეს სჭირდება აუტანლად ბევრი ყურადღება. ყველას არა! ზოგიერთი მცენარე ძალიან ბედნიერია თუკი მათ უბრალოდ უგულებელყოფთ, ან მცირედ დროს დაუთმობთ. ბევრი ოთახის მცენარე, სინამდვილეში, რთულია რომ მოკლათ და სჭირდებათ მინიმალური ყურადღება. კაქტუსი და სუკულენტი ამის საუკეთესო მაგალითებია, მაგრამ არა ერთადერთი.
სხვა მომთხოვნი მცენარეებისთვის, შეგიძლიათ დაიხმაროთ ე.წ. "ჭკვიანი ხელსაწყოები". სწორი ხელსაწყოებით თქვენ შეძლებთ თქვენი სახლის გამოცოცხლებას ზედმეტი ძალისხმევისა და დროის გარეშე. თვითსარწყავ ქოთნებს უკვე მთელ მსოფლიოში ფართოდ იყენებენ. ასევე არსებობს სხვა ჭკვიანი ხელსაწყოებიც, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ გაიგოთ თუ რა სჭირდება მცენარეს და როდის. ზოგიერთი დამოუკიდებლადაც კი მორწყავს მცენარეს. გადადით ამ ლინკზე და გაეცანით მცენარეების სიას, რომელთაც არ სჭირდებათ დიდი ყურადღება!

4) ცოდნის მითი

შეცდომა #4: ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ დიდი გამოცდილება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მუდმივად მოკლავთ მცენარეს. სიცრუეა! ყველაზე გამოცდილ მებაღეებსაც კი უკვდებათ მცენარე – ეს სწავლის ნაწილია, ასე რომ, ნუ შეგრცხვებათ. თუკი თქვენ გიკვდებათ მცენარეები დროთა განმავლობაში, როგორც მე, არ გაკიცხოთ თქვენი თავი. არავის არ აქვს სრული ცოდნა ყველა მცენარისა და სახეობის შესახებ, ასე რომ, ჩვენ ყველას გვჭირდება სწავლა საკუთარი გამოცდილებებისგანაც, ისევე, როგორც სხვებისგან. საწყის ეტაპზე, მე მაინც გირჩევთ მცენარეებს, რომლებიც ამ ლინკზე არის ჩამოთვლილი.

5) მცენარეების მუდმივი გადაადგილება

შეცდომა #5: მცენარის ხშირად გადაადგილება. სტაბილურობა აუცილებელია მცენარისთვის, იმისთვის, რათა შეეგუოს ახალ გარემოს. ზოგიერთი ცვლილება, უბრალოდ ძირს უთხრის მცენარის მდგრადობას, როგორიცაა ხშირი გადარგვა, ოთახის გამოცვლა და ა.შ. მცენარის ხშირი გადაადგილება არ არის კარგი. თუკი თქვენი მცენარე არ აჩვენებს რაიმე სახის ნიშანს უკმაყოფილებისა, საუკეთესო რაღაც, რაც შეიძლება გააკეთოთ, არის ის, რომ უბრალოდ არ გააკეთოთ არაფერი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მკვეთრი ცვლილება ტემპერატურის ან ტენიანობის ასევე გავლენას ახდენს მცენარეზე.

6) მცენარის ფესვების დავიწყება


შეცდომა #6: ბევრ ადამიანს ავიწყდება ფესვების შემოწმება, მაგრამ რადგან ფესვები მცენარის მკვებავი ორგანოა, აუცილებელია მათი ჯანმრთელობა. მე მქონდა პრობლემა ჩემს ზამიოკულკასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მცენარის ფესვებმა დაფარა ქოთნის მთლიანი მოცულობა და შესაბამისად, მცენარეს შეექმნა პრობლემა. ამიტომ, გადავრგე მოზრდილ ქოთანში და პრობლემაც აღმოიფხვრა. შეამოწმეთ მცენარის ფესვები თვეში ერთხელ, ან 1 წელში ორხელ. დამოკიდებულია მცენარის ზრდის ტემპზე.

7) მცენარის წარმომავლობის არცოდნა.

შეცდომა #7: მცენარის წარმომავლობის არცოდნა.
თქვენი მცენარის წარმოშობის ადგილის კლიმატის ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი მცენარისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაში. ისევ და ისევ კაქტუსი. კაქტუსს უყვარს მშრალი ნიადაგი – და სუკულენტსაც – იმიტომ, რომ მათი წარმოშობის ადგილი მშრალი გარემოა, უდაბნოა. კაქტუსისა და სუკულენტისგან განსხვავების, ოთახის მცენარეების უმეტესობა ტროპიკული სახეობებია, ამის გამო, მათ მოსწონთ სველი ნიადაგი და ტენიანი ჰაერი. აუცილებლად გაიგეთ, თქვენი მცენარე მშრალი თუ სველი ნიადაგის მოყვარულია და ამის შემდეგ შეარჩიეთ მორწყვის ინტენსივობა. კაქტუსსა და სუკულენტს ესაჭიროება სპეციალური ნიადაგი, რომელიც შეიცავს ქვიშას, რომელიც ეხმარება დრენაჟში და უნარჩუნებს მცენარეს სიმშრალეს. ტემპერატურის ცვლილებაც, სიცივეა თუ სიცხე, ისევე როგორც ადამიანებზე, მცენარეებზეც მოქმედებს.
გამოყავით დრო, მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, წიგნებში მცენარის წარმომავლობის შესახებ. ეს ცოდნა, მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოგადგებათ. დამწყებებმა შეარჩიეთ ისეთი მცენარე, რომლის მოკვლაც ძალიან რთულია! გადადით ამ ლინკზე და ნახეთ ასეთი მცენარეების ჩამონათვალი!

წარმატებები!

დააკომენტარეთ რას ფიქრობთ სტატიის შესახებ!

Comments

Popular posts from this blog

როგორ მოვიშოროთ ანალური ხვრელიდან (ანუსიდან) არასასურველი თმა მამაკაცებისთვის

ხინკლის მოსახვევი აპარატი - ნამდვილი ქართული გამოგონება

როგორ მოვამზადოთ ქალაქური ხინკალი