Posts

იქნებ თვითონ შეაკეთოთ სანტექნიკა

  სანტექნიკი გამოძახებით ? – დარწმუნდით რომ გჭირდებათ  სანტექნიკი გამოძახებით – იქნებ თქვენვე შეძლოთ პრობლემასთან გამკლავება თანამედროვე  ადამიანების უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია  სანტექნიკოსის   სამუშაო. ხშირად ჩვენ დამოუკიდებლად ვცდილობთ გადავჭრათ სანტექნიკასთან დაკავშირებული არასასურველ დროს აღმოცენებული პრობლემები, მაგრამ ყოველთვის და ყველასთვის არ არის შესაძლებელი მათი მოგვარება. ამ დროს კი გვიწევს ვისარგებლოთ სპეციალისტების ფასიანი მომსახურებით, რომლებიც მოკლე დროში აღმოფხვრიან ჩვენს პრობლემას და ვრეკავთ 579 76 72 78 . სპეციალისტებისთვის მიმართვა ყოველთვის არ არის საჭირო. ბევრს შეუძლია  დამოუკიდებლად გამოასწოროს სანტექნიკურ მოწყობილობებში წარმოქმნილი გაუმართაობა. რამდენიმე მარტივი რჩევა მილების გაჭედვა – მათ გასაწმენდად უნდა გამოიყენოთ ფოლადის ზამბარიანი ტროსი, რომელიც ყველა  სახლში  უნდა იყოს. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ არასაჭირო საშხაპე მილი, რომელიც გაუმკლავდება ამ პრობლემას. იდეალურ მდგომარეობაში გაჭედვა საერთოდ არ უნდა მო

გოგრა 3

Image
  გოგრა, კვახი, აყირო ქეთი ადეიშვილი http://vinoge.com/samzareulo/bostneulifxaleuli/gogra-kvaxi-ayiro გოგრა  (Cucurbita) მხოხავი მცენარის გვარია გოგრისებრთა ოჯახისა. არსებობს მისი მრავალი სახესხვაობა – სქელქერქა, თხელქერქა, მუსკატური ანუ ჯავზის, ანუ თაფლა  გოგრა , აგრეთვე  დეკორატიული   ჯიშები . დეკორატიულ ჯიშს მიეკუთვნება ყაბაყი (ყაბაყი თურქულად სწორედ გოგრას ნიშნავს) და პატისონიც, თუმცა ქართულ სამზარეულოში ეს ორი პროდუქტი მაინც ცალკე სახეობადაა აღქმული. ივანე ჯავახიშვილის კვლევის მიხედვით, საქართველოში  გოგრა  ძველთაგან იყო გავრცელებული. გოგრის ერთი სახეობა (Cucurbita maxima Duch) მსოფლიოში სამხრეთ აზიიდან გავრცელდა ჯერ ევროპაში, შემდგომ კი – ამერიკაში, ხოლო სხვა სახეობები (Cucurbita pepo L. da Cucurbita melpopo L.) კი ცენტრალური ამერიკიდან ჯერ აფრიკაში შეუტანიათ და შემდეგ გავრცელებულა დანარჩენ მსოფლიოში. პლინიუსს გოგრის ორი ჯიში აქვს აღწერილი, ერთი ხვიარა, რომლის ნაყოფიც ჰაერში ეკიდა და მეორე ჯიში, რომელიც ძირს იყო გართხმული. ძველ რომში  გოგრა  სასიამოვნო და სასარგებლო საკვებად იყო

გოგრა 2

Image
საქართველოში გავრცელებული რამდენიმე ჯიში საზოგადო სახელი :  გოგრა სახეობის სახელწოდება : Cucurbita maxima Duchesne ჯიშის  სახელწოდება :  დიდნაყოფა გოგრა- Cucurbita maxima ‘ Didnakofa Gogra’ წარმოშობა : დასავლეთი  საქართველო . გავრცელებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ  საქართველოს  რეგიონებში. აღმოსავლეთ საქართველოში ცნობილია თათრული გოგრის სახელით, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში „თათრული კვახის“ და გურიაში „ხაპის“ სახელწოდებით. ჯიშის  დახას იათება : საგვიანო ჯიშია. ივითარებს გრძელ ლართხს და დიდ ბარდს. ღერო მსხვილი ცილინდრისებრი. ფოთოლი დიდი, ბრტყელი, თირკმლისებრი. ისხამს მრგვალ ან მობრტყო ფორმის დიდ ნაყოფს. ნასკვებს ივითარებს ძირთან ახლოს. ნაყოფის საშუალო  წონა  12 კგ–ს. აღწევს, ზოგიერთისა კი 20–25 კგ-ს. ნაყოფის კანი აპკივით თხელია. ფერით მოთეთროა, ნაცრისფერი, მოვარდისფრო ყვითელი, ნარინჯისფერი და რუხი. რბილობი მკვრივია, ყვითელი ან ნარინჯისფერი. ნაყოფის ყუნწს ოდნავ ჩაღრმავებული ზოლები დასდევს.  თესლი  დიდია, თეთრი, სუსტად გამოსახული არშიით. უხვმოსავლიანია, საშუალო მოსავალი 40 ტ/ჰა–ზე. გამო

გოგრა 1

Image
  გვარი Cucurbita აერთიანებს რამდენიმე სახეობის  გოგრას , აქედან მთელ მსოფლიოში უპირატესად გავრცელებულია გოგრის სამი სახეობა: მაგარკანიანი (C. pepo L.), დიდნაყოფა (C. maxima Duch.) და მუსკატური (C. moschata Duch). მაგარკანიანი ანუ ხოკერა  გოგრა  წარმოშობილია ცენტრალური ამერიკის მთიან რაიონებში. მას გოგრის  სხვა  სახეობებთან შედარებით ჩვენში ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს და მრავალგვარობით არის წარმ ოდგენილი. მის მრავალფეროვნებას განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში აქვს ადგილი, სადაც ეს სახეობა  სხვადასხვა  სახელით არის ცნობილი: „ხოკერა-კვახი“ (იმერეთი), „ხაპერა“ (გურია), „ხოპეშია“ (სამეგრელო), საღორე კვახი (რაჭა), „კვახნეს“ (სვანეთი). მაგარკანიან გოგრას ეკუთვნის აგრეთვე ყაბაყი, პატისონი და კრუკნეკი, ჩვეულებრივი გოგრისაგან განსხვავებით მათ ნაყოფებს ტექნიკურ სიმწიფეში იყენებენ საჭმელად. დიდნაყოფა  გოგრა  სამხრეთ ამერიკის სტეპიან რაიონებში წარმოშობილი მცენარეა, საიდანაც გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში და აფრიკაში. ის ყველა ბაღჩეულზე უფრო მრავალფეროვანი და პლასტიკურია, მისი

ჩიპსი

Image
  კარტოფილის   “ჩიპსი” პოპულარობას არ კარგავს და ის ბევრი ჩვენგანის საყვარელი წასახემსებელი საკვებია, რომლის ისტორიაც 1853 წლიდან იწყება. წარმოშობით აფრიკელი ჯორჯ კრამი, რომელიც მზარეული იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. ის 1822 წელს ნიუ ოირკში დაიბადა.  ადრეულ წლებში ნადირობის მსურველთა გიდად და Cary Moon’s Lake House-ში დასთან ერთად მზარეულად მუშაობდა, სადაც  კულინარიული  უნარების განვითარება და დახვეწა შეძლო. ჯორჯ კრამს ექსპერტიმენტების არ ეშინოდა. ტბასთან მდებარე პატარა სახლი ბევრ ტურისტსა და დამთვალიერებელს იზიდავდა, როდესაც კრამმა, როგორც მზარეულმა, პოპულარობა  მოიპოვა. “ჩიპსის” ისტორიის მიხედვით, ჯორჯ კრამმა შემწვარი  კარტოფილი  მდიდარ მონღოლ კორნელიუს ვანდერბიტს მიართვა, რომელიც ტბის სახლს რეგულარუად სტუმრობდა. საპატიო სტუმარი სქლად დაჭრილი  კარტოფილის  გამო მუდამ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და მისი ზომის შემცირებას ითხოვდა, რის შედეგადაც, კრამმა ერთხელ  კარტოფილი  ძალიან თხლად დაჭრა, ბევრი მარილი მოაყარა და ვანდერბიტს მიართვა, რომელსაც კერძი ძალიან მოეწონა. ტბის სახლის

მოიმარაგეთ ნაჭრის ჩანთები

მოიმარაგეთ ნაჭრის ჩანთები საქართველოში, ზუსტად 17 დღეში, პოლიეთილენის პარკების  გამოყენება  იზღუდება, 6  თვის  შემდეგ კი სრულად აიკრძალება. ქვეყანაში შეიზღუდება, როგორც პლასტიკის პარკების  წარმოება , ასევე  იმპორტი  და რეალიზაცია. მას ევროკავშირის მსგავსად ბიოდეგრადირებადი, ქაღალდის, მრავალჯერადი გამოყენების პარკები და ჩანთები ჩაანაცვლებენ. რა შეიცვლება ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში? ალბათ იშვიათად აკვირდებით ფაქტს, რომ ყოველდღიურად უამრავი პოლიეთილენის პარკებს აგდებთ ურნაში. საშუალოდ სუპერმარკეტიდან, მაღაზიიდან ან  სწრაფი   კვების  ობიექტიდან კი 10 პარკით მოდიხართ. კონსულტანტები პოლიეთილენს არ იშურებენ. ერთი  სახის  პროდუქტს ერთ პარკში გილაგებენ, პურს მეორეში,  სხვა  სახის ნაწარმს კიდევ ერთ, განსხვავევბული ფორმისა და ფერის პლასტიკში. შემდეგ ყველა ამ პროდუქტს ერთ ან ორ, დიდი მოცულობის პარკში ათავსებენ. შედეგად სახლში ერთჯერადი პოლიეთილენის პარკის მთელი შეკვრა შეგვაქვს, რომელიც მეორედ გამოუდეგარია. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ერთი ადამიანი 550-ზე მეტ ერთჯერად პ